განათლების უფლება

განათლების უფლება
„ყველა ადამიანს აქვს განათლების უფლება“ (UDHR, მუხლი 26, იხ., აგრეთვე, ICESCR, მუხლი 13; ECHR, პირველი ოქმი, მუხლი 2; ACHR, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ ოქმი (ESCR), მუხლი 13; ACHPR, მუხლი 27; CIS, მუხლი 27; AL, მუხლი 34). „განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისკენ და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა მიმართ პატივისცემის განმტკიცებისკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას ყველა ერს, რასობრივ თუ რელიგიურ ჯგუფს შორის და გააფართოოს გაერო-ს საქმიანობა, რომლის მიზანია მშვიდობის შენარჩუნება“ (UDHR, მუხლი 26(2), იხ., აგრეთვე, ICESCR, მუხლი 13(1); CERD, მუხლი 7; CRC, მუხლი 29(1); ACHPR, მუხლი 25; ACHR, ESCR ოქმი, მუხლი 13(2)). ადამიანის უფლებათა საყოველთაო ხასიათის შენარჩუნების მექანიზმი მრავალი თვალსაზრისით განათლების უფლებაში ძევს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ უპრიანი იქნება ამ თემის განხილვა ადამიანის უფლებათა სფეროში განათლებისადმი მიძღვნილი გაერო- ს ათწლეულის დასასრულს. ადამიანის უფლებათა 1993 წლის მსოფლიო კონფერენციის ვენის დეკლარაციის 33-ე მუხლის მიხედვით, „განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას ყველა ერს, რასობრივ თუ რელიგიურ ჯგუფს შორის“. ბავშვის უფლებათა კომიტეტის №1 (2001) ზოგად კომენტარში განათლება განხილულია, როგორც „აუცილებელი საშუალება, რათა [ყოველ ბავშვში], მისი სიცოცხლის განმავლობაში, შესაძლებელი გახდეს დაბალანსებული, ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემით გამსჭვალული დამოკიდებულების აღზრდა იმ პრობლემათა ფონზე, რომლებიც თან ახლავს გლობალიზაციით, ახალი ტექნოლოგიებითა და მათთან დაკავშირებული მოვლენებით გამოწვეული ფუნდამენტური ძვრების პერიოდს“. განათლება კარდინალურ როლს თამაშობს როგორც ადამიანებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ისე ადამიანის უფლებათა „შანგრილას“ მიღწევაში, ანუ ისეთი მსოფლიოს არსებობაში, სადაც ადამიანის უფლება, სხვებისგან განსხვავებული, არსებითი იქნება; ისეთი მსოფლიოში, რომელშიც ყველა ხალხი „შემწყნარებელი იქნება და მშვიდობიანად, კეთილმეზობლური ურთიერთობებით გამსჭვალული იცხოვრებს“ (გაერო-ს წესდება, პრეამბულა). ეს მართლაც ოპტიმისტური მიზანია, თითქმის იდეალისტურიც კი, მაგრამ აუცილებელია მისი მიღწევის სურვილი. გაერო-ს წესდების ხელმოწერის შემდეგ კაცობრიობამ ამ თვალსაზრისით ნამდვილად დიდი პროგრესი განიცადა.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Полезное


Смотреть что такое "განათლების უფლება" в других словарях:

  • განათლების მიღების უფლება — ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებაა. ამ მუხლის მიხედვით, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე. სახელმწიფო, ნებისმიერი ფუნქციის შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე… …   Georgian encyclopedia

  • თანასწორობის უფლება — • თანასწორობაა, როცა ყველას ერთნაირად არ შეუძლია (შესაძლებლობის ფსიქო ფიზიოლოგიური და ინტელექტუალური მაჩვენებლები), მაგრამ უფლება აქვს შეეძლოს. ეს არის ყველასათვის თანაზომიერი შეზღუდვის უფლება, ანუ სუბიექტთა უფლება ვალდებულებათა განხორციელება… …   Georgian encyclopedia

  • კომუნიკაციის უფლება — სიტყვისა და პრესის თავისუფლება არ გულისხმობს უბრალოდ აკრძალვების არარსებობას, რაც მხოლოდ ერთ მუჭა უმცირესობას აძლევს ხელს. საჭიროა, რომ ის იქცეს საყოველთაო კომუნიკაციის უფლებად. ამერიკელი სამართლის პროფესორის ჯერომ ბარონის აზრით, ნებისმიერი… …   Georgian encyclopedia

  • თვითგამორკვევის უფლება — ჩნდება გაერო ს წესდების 1(2) მუხლში, აგრეთვე, ორივე საერთაშორისო პაქტში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის და, ამგვარად, ადამიანის საერთაშორისო უფლებებისათვის მას ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ბევრი მიმომხილველის აზრით,… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანის უფლებები — • მორალური უფლებამოსილება, რომელიც მსოფლიოს ყველა ინდივიდს გააჩნია უბრალოდ იმ ფაქტის გამო, რომ ის არის ადამიანი. ჩვენი უფლებების მოთხოვნის დროს ჩვენ მივმართავთ საკუთარ მთავრობას მორალური პოზიციიდან: თქვენ არ გაქვთ ამის გაკეთების უფლება, რადგანაც… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები — ეს უფლებებია: სოციალური დაცვის უფლება; მუშაობის უფლება; განათლების უფლება; და საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება. Source: ადამიანის უფლებები და მათი დაცვა საერთაშორისო კანონმდებლობით : [ბუკლეტი პოლიციის თანამშრომელთათვის /… …   Georgian encyclopedia

  • გამოხატვის თავისუფლება — • დათმობილი აქვს კონვენციის მე 10 მუხლი და მისი აღიარება და დაცვა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისა და თითოეული ადამიანის განვითარებისათვის. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს… …   Georgian encyclopedia

  • ბავშვთა უფლებები და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია — ბავშვის უფლებათა შესახებ – კონვენცია თავს უყრის როგორც ბავშვებთან დაკავშირებულ, ისე სოციალური და ჰუმანიტარული სამართლის სფეროში ადრე მიღებულ რიგ დეკლარაციასა და სამართლებრივ მექანიზმს. ზოგადად, ყველა ადამიანს, ვისაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი,… …   Georgian encyclopedia

  • ამერიკული დეკლარაცია — ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა ამერიკული დეკლარაცია შინაარსით ძალიან ჰგავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას. მასში ჩართული უფლებები ეხება სამოქალაქო და პოლიტიკურ (სიცოცხლის, თავისუფლების, აღმსარებლობის თავისუფლების, ოჯახისა და… …   Georgian encyclopedia

  • პირადი ანუ სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები — (სიცოცხლის, პატივისა და ღირსების, თავისუფლების ხელშეუვალი უფლებები, წამებისაგან თავისუფლება, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, განათლების, ჯანმრთელობის, შრომის, მოქალაქეობის უფლება და სხვ.). Source: თავისუფლება… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»